მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება
თემა 3
ფანტაზია - რაში ეხმარება ადამიანებს ფანტაზია? მესამეკლასელებს? მხატვრებს? მწერლებს? ფანტაზია და ტყუილი - მათ შორის განსხვავება; რა ცუდი შედეგი მოსდევს ტყუილებს? შედეგებისგააზრების მნიშვნელობა. შემთხვევები, როდესაც ადამიანებს გვიჭირს სიმართლის თქმა
დამრიგებელი წერს დაფაზე სიტყვებს: „სიმართლე“ და „ტყუილი“. დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, განმარტება მოუძებნონ აღნიშნულ სიტყვებს. შემდეგ იხსენებენ, როდის იტყუებიან ადამიანები. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. რა შეიძლება მოჰყვეს ტყუილს? დამრიგებელი აჯამებს, რომ პატარა ტყუილი იწვევს დიდ უნდობლობას.
შემდეგ წერს სიტყვას „ფანტაზია“ და სვამს კითხვას: ფანტაზია მნიშვნელობით ტყუილთან უფრო ახლოსაა თუ სიმართლესთან? რა განსხვავებაა მათ შორის?
დამრიგებელი ესაუბება მოსწავლეებს, რომ ფანტაზია მიმართულია ხოლმე ადამიანების გართობისა და განტვირთვისკენ. ფანტაზიის გამოყენებით მწერლები, მეზღაპრეები ქმნიან ძალიან საინტერესო ნაწარმოებებს.
დამრიგებელი მოსწავლეებს უყვება დიდაქტიკურ ზღაპარს
მატყუარა ბიჭი მიტო
ერთ სოფელში ბიჭუნა ცხოვრობდა, სახელად მიტო. მიტო ძალიან თბილ და მეგობრულ ოჯახშიიზრდებოდა.
მიტო ძალიან მხიარული და კეთილი ბიჭუნა გახლდათ, მაგრამ ძალიან უყვარდა ტყუილების თქმა. ისატყუებდა ყველას: მეგობრებს, მშობლებს, მეზობლებს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასეთი რამ არშეემთხვა:
გაზაფხულის ერთ თბილ დილას, როდესაც ჩიტები ძალიან ადრე იწყებენ ჭიკჭიკს, მიტოს ადრეგაეღვიძა. დედისგან აიღო ნებართვა, რომ ეზოში ეთამაშა.
დედიკომ მიტოს სთხოვა, რომ ჭიშკრის იქით არ გასულიყო.
მიტო ეზოში ისე გაერთო, რომ დედის თხოვნა სულ დაავიწყდა. ძალიან მოუნდა გასეინება.
ჭიშკარი გააღო და ტყის გზას დაადგა. ტყე ძალიან ლამაზი იყო გვიან გაზაფხულზე. უამრავი ყვავილიერთად ყვაოდა. ყვავილებს შორის, ფოთლებს შიგნით, კი პატარა მარწყვები მოსჩანდა.
მარწყვის შეგროვებაში მიტო ისე გაერთო, რომ შეუმჩნევლად უღრან ტყეში აღმოჩნდა. ამ დროსმეტყევის ქოხი შენიშნა, ძალიან გაუხარდა. ქოხის კიბეზე პატარა ბიჭუნა იჯდა. მიტომ ბიჭუნასსოფლისაკენ მიმავალი გზა ჰკითხა. ბიჭუნამ დიდი ხალისით უჩვენა გზა. მიტო გზას დაადგა, მაგრამტყე თანდათან უფრო დაბურული და ბნელი ხდებოდა. ნუთუ ბიჭუნამ მომატყუა?
ფიქრობდა შეშინებული მიტო და არ იცოდა, რომ მეტყევეს ბიჭუნა მასავით მატყუარა იყო.
ამ დროს ცა მოიქუფრა, ატყდა ჭექა-ქუხილი. წვიმაც დაიწყო. შეშინებული მიტო წვიმაში მიიკვლევდაგზას. ბოლოს ისე დაიღალა, რომ დიდი მუხის ძირას ჩაეძინა.
ამ დროს მიტოს სოფელში ნამდვილი აურზაური იყო ამტყდარი. წვიმის მიუხედავად მთელი სოფელისანათებით მიიკვლევდა გზას და მიტოს ეძებდა.
ამ დროს ერთმა სოფლელმა კაცმა მიტოს ქუდი იპოვა. იმედი მიეცათ სოფლელებს და მალე იპოვესკიდეც გალუმპული მიტო.
გახარებული დედა მიტოს გულში იხუტებდა და იმეორებდა, რატომ მომატყუე დედიკო, რატომგახვედი ეზოდანო.
იმ საღამოსვე მიტოს მაღალი სიცხე მისცა. ორ დღეში კი გამოჯანმრთელდა, როგორც სიცხისგან, ასევეტყუილების თქმის მავნე ჩვევისგან.
შეკითხვები:
|
თემა 13
„მეგობრობის კოდექსი“; მეგობრობის უნარი, მეგობრობის უნარის განვითარება; სირთულეებისდაძლევა მეგობრობის სფეროში: ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლება ვინმეს დავცინოთ,გავრიყოთ
აქტივობა 1.
მიზანი: ნამდვილი მეგობრის თვისებებში გარკვევა.
დამრიგებელი დაფაზე წერს ფრაზას: „ნამდვილი მეგობარი“. გვერდით კი პატარა ფურცლებს ამაგრებს, რომლებზეც სხვადასხვა თვისებებია ჩამოთვლილი. მოსწავლეები რიგრიგობით გადიან დაფასთან, კითხულობენ ჩამოთვლილ თვისებებს და დაფაზე წერენ, თუ რას მიიჩნევენ ნამდვილი მეგობრის აუცილებელ თვისებად. შესაძლოა, დამრიგებელმა დაასაბუთებინოს არჩევანი. საბოლოოდ გამოდის ნამდვილი „მეგობრის პორტრეტი“. მოსწავლეები და მასწავლებელი მსჯელობენ, რომელი თვისება აქვთ მათ, ან რომელი თვისება უნდათ, რომ ჰქონდეთ.
1. შესაძლოა, დამრიგებელმა დაასრულებინოს მოსწავლეებს წინადადებები: ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც. . .
2. მეგობრები ყოველთვის. . .
3. მიყვარს თამაში ისეთ ბავშვებთან, რომლებიც. . .
ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია დიდაქტიკური ზღაპრის გამოყენება.
ტყის ალქაჯი მატილდა
ერთ უღრან ტყეში ალქაჯების ოჯახი ცხოვრობდა: ბებია ალქაჯი, დედა ალქაჯი და მათი პატარაგოგონა მატილდა. ალქაჯები, ძირითადად, ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი. ერთ დღეს ალქაჯებმაგადაწყვიტეს მატილდა ქალაქის სკოლაში შეეყვანათ. რა იცი, ქალაქში მიღებული ცოდნა რაშიგამოადგებაო. ამისათვის უღრანი ტყიდან ქალაქში გადავიდნენ და ლამაზი პარკის გვერდითდასახლდნენ. სკოლა, რომელშიც მატილდა შეიყვანეს ჩვეულებრივი სკოლა იყო და იქ ჩვეულებრივიბავშვები სწავლობდნენ.
უმძიმესი აღმოჩნდა მატილდასთვის სკოლაში მისვლის პირველი დღე. როგორც კი კლასში შევიდა, კლასელებმა სიცილი ატეხეს.
- ფოთლებისგან შეკერილი კაბა აცვია!
- თმა ცხოვრებაში არ დაუვარცხნია!
- ფეხშიშველაა და მხარზე ყვავი აზის! - ხითხითებდნენ ბავშვები.
იმ დღეს როგორღაც გაძლო მატილდამ და როგორც კი დასრულდა გაკვეთილები, აცრემლებულისახლში გავარდა.
ჩაეხუტა დედას და აქვითინდა. თქვენ ხომ მეუბნებოდით ლამაზი და ჭკვიანი ხარო, კლასელებმა კიდამცინეს და საფრთხობელა მიწოდეს.
რა გატირებს? - გაიკვირვეს უფროსმა ალქაჯებმა. - შენ ხომ ჯადოქარი ხარ და შეგიძლია სათანადოდგადაუხადო სამაგიერო შენი დაცინვის მოყვარულ თანაკლასელებს?
მეორე დღიდან მატილდას თანაკლასელებს ნამდვილი უბედურება დაატყდათ თავს.
ბიჭებს შარვლები 20 სანტიმეტრით დაუმოკლდათ, გოგონებს ყველა თმის სამაგრი და სავარცხელიდაემტვრათ, ზოგჯერ კი ზურგჩანთებიდან ბაყაყები უხტებოდნენ. კლასელები კარგად ხვდებოდნენ, თუ ვინ იყო ამ უცნაური ამბების ორგანიზატორი, კიდევ უფრო დასცინოდნენ მატილდას და არემეგობრებოდნენ.
როგორც კი გაზაფხული მოვიდა, მატილდას კლასს ქალაქგარეთ ექსკურსია დაუნიშნეს.
მატილდას სულაც არ უნდოდა თანაკლასელებთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა, მაგრამ ტყე ძალიანმოენატრა და მხოლოდ ამის გამო დათანხმდა. ავტობუსიდან ჩავიდნენ თუ არა, ბავშვები მაშინვემინდორს შეეფინნენ. მატილდას ძალიან მოენატრა მცენარეები.
ჩაიმუხლა და მცენარეებს დაუწყო მოფერება. - ესენი ძალიან სასარგებლო მცენარეები არიან. ესმრავალძარღვაა, ეს გვირილა. - ცდილობდა აეხსნა თანაკლასელებისთვის მათი სარგებელი. თანაკლასელები მატილდას ამგვარმა ქცევამ კვლავ ძალიან გაამხიარულა. ამ დროს ერთმა ონავარმაბიჭუნამ დაინახა ბუჩქი წითელი ნაყოფით და მისი მოწყვეტა გადაწყვიტა. - შეჩერდი! - დაუძახამატილდამ, - შხამიანია! ბიჭუნამ მაშინვე დაიხია უკან და თან გულში გაიფიქრა, ოჰო, ჩვენი ალქაჯიგაკეთილშობილდაო. ბავშვები მდინარისკენ გაეშურნენ. მატილდაზე მეტს პატარა გოგონა, ფეფოხალისობდა.
მდინარესთან ფეფომ პატარა ტოტი შენიშნა და მისი ხელში აღება გადაწყვიტა.
სამწუხაროდ, ეს ტოტი კი არა, გველი აღმოჩნდა, რომელმაც გოგონას უკბინა. მატილდამ სასწაფოდმოწყვიტა ბალახი და გოგონას ნაკბენზე დაადო. ამ ბალახს მხოლოდ ერთი საათით შეუძლია შხამისშეჩერება, დაუყონებლივ სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახოთო. მართლაც გამოიძახეს. სასწრაფონახევარ საათში მოვიდა და გოგონა საავადმყოფოსკენ გააქანა. გაკვირვებულმა ექიმებმა ერთხმადაღნიშნეს: პირველად ვხედავთ, რომ შხამმა ამდენ ხანს არ იმოქმედაო. ეტყობა, სასწაული მოხდაო. მატილდას კლასელებმა კი კარგად იცოდნენ, რომ ეს სასწაული მატილდა იყო.
ამ შემთვევის შემდეგ ბავშვები დაუმეგობრდნენ მატილდას. მატილდაც მიხვდა, რომ სამაგიეროსგადახდას ყოველთვის ჯობია სიკეთის გაკეთება და რომ კეთილი საქმეებით უკეთ შეიძლებაყურადღების და პატივისცემის მოპოვება.
იგივე აღიარეს დედა და ბებია ალქაჯებმაც.
მათ იმაზეც დაიწყეს ზრუნვა, რომ მატილდა სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული წასულიყო. ფეფომმას ლამაზი თმის სამაგრი აჩუქა და მას შემდეგ მატილდას ყოველთვის კოხტა ვარცხნილობა ჰქონდა.
ალქაჯების სახლში სტუმრებმა დაიწყეს სიარული.
შეკითხვები
|
თემა 14
სირთულეების დაძლევა მეგობრობის სფეროში; ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, არ შეიძლებავინმეს დავცინოთ, გავრიყოთ
დამრიგებელი სთავაზობს მოსწავლეებს დასასრულებლად წინადადებას „მე შემიძლია...“
მოსწავლეები ასრულებენ წინადადებას, მაგ., „მე შემიძლია კითხვა, ხატვა...“ მასწავლებელი სთავაზობს სადისკუსიო თემებს:
ყველას შეგვიძლია მეგობრობა?
შესაძლებელია მეგობრობის უნარის განვითარება?
როგორ ვიქცევით, როდესაც ზოგჯერ გულს ვტკენთ მეგობარს?
შეგვიძლია ბოდიშის მოხდა? პატიება?
დამრიგებელი მოსწავლეებს ესაუბრება პატარა ბიჭუნაზე, მათ თანატოლზე, რომელმაც ერთ დღეს დედიკოს გამოუცხადა, რომ აღარასდროს წავა თავის სკოლაში, ვინაიდან ის იქ არავის უყვარს.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ბავშვების მოსაზრებებს დაფაზე წერს და თხრობას აგრძელებს:
„დედას ეს ამბავი ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან იცოდა, რომ მისი შვილი ძალიან კარგად სწავლობდა. მასწავლებელი მისით ყოველთვის კმაყოფილი იყო. ნუთუ შესაძლებელია სკოლაში მოსწავლეს მხოლოდ იმ მიზეზით არ უნდოდეს წასვლა, რომ მეგობრებთან უთანხმოება მოუვიდა?”
დამრიგებელი წამოჭრის სადისკუსიო საკითხებს: კარგი განწყობისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია მესამეკლასელთათვის: სწავლაში წარმატებები თუ მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება? დამრიგებელი აჯამებს, რომ ორივე მნიშვნელოვანია და სთხოვსმოსწავლეებს, მოიფიქრონ რჩევები პატარა ბიჭუნასთვის.
შესაძლებელია დამრიგებელმა აქაც გამოიყენოს დიდაქტიკური ზღაპარი.
პატარა კურდღელი
პატარა კურდღელი დილის 7 საათზე მაღვიძარას ხმამ გამოაფხიზლა. სასწრაფოდ წამოხტალოგინიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მისთვის, რადგან კურდღლების სკოლისმოთხილამურეთა შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ზუსტად 8 საათზე ფიზკულტურის მასწავლებელმა ნიშანი მისცა მონაწილეებს და შეჯიბრიც დაიწყო. პატარა კურდღლის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო შეჯიბრი. მათ ძალიან სწრაფად ჩამოიტოვეს უკანმოწინააღმდეგეები. პატარა კურდღელი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყურები ალმებივითუფრიალებდა. ამ დროს სათხილამურო ტრასაზე უსუსური ბარტყი შენიშნა, მთელი ძალით აუქციაგვერდი, მაგრამ თვითონ თავი ვერ შეიკავა, ბუჩქებში ჩავარდა და თხილამურიც გადაუტყდა. მისმაგუნდმა შეჯიბრი წააგო. . .
პატარა კურდღელს შემოეხვივნენ გუნდის წევრები და გულშემატკივარი კლასელები.
უმწეო ბარტყი მათ ვერ შენიშნეს და ამიტომ ჩვენს პატარა კურდღელს ჩხუბი დაუწყეს:
„შენს გამო წავაგეთ! ასეთი რამ როგორ დაგემართა?!“ გუნდის წევრები იმდენად გაბრაზებულებიიყვნენ, რომ არც აცალეს პატარა კურდღელს წარუმატებლობის მიზეზის ახსნა.
პატარა კურდღელი სახლში ძალიან მოწყენილი დაბრუნდა. დედიკო სტაფილოს წვენითგაუმასპინძლდა, ანუგეშა კიდეც, მაგრამ ვერაფრით გამოუსწორა გუნება-განწყობილება. მეორე დღესსკოლაში მეგობრებმა ხმაც კი არ გასცეს. ასე გაგრძელდა მთელი კვირა. პატარა კურდღელმა იმდენიინერვიულა, რომ ერთ კვირაში 5 ლურჯი ვარსკვლავი მიიღო.
ორშაბათს სკოლაში კონკურსი გამოცხადდა საუკეთესო ხის ნამუშევრების შესაქმნელად. ხის ნივთებისკეთება ძალიან კარგად შეეძლო ჩვენს კურდღელს.
ზოგმა მოსწავლემ ხის კოვზების კეთება დაიწყო, ზოგმაც - სამარილეების. მოგეხსენებათ, ხეზე მუშაობაარცთუ იოლი საქმეა. პატარა კურდღლებს გაუჭირდათ და დახმარებისთვის ფრთხილად, გაუბედავადმიმართეს ჩვენს პატარა კურღელს.
ჩვენი კურდღელი ძალიან კეთილი გახლდათ და ყველას დაეხმარა. უხსნიდა იარაღების გამოყენების, ორნამენტების გამოჭრის ხერხებს. კლასელებიც ისევ პატივისცემით განიმსჭვალნენ მისდამი.
გამოფენაზე ყველაზე ლამაზი და დახვეწილი ნამუშევრები ჩვენი პატარა კურდღლის კლასელებმაწარმოადგინეს. კლასელები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ჩვენს კურდღელს ბოდიში მოუხადეს. მასაც შესაძლებლობა მიეცა, აეხსნა თანაკლასელთათვის შეჯიბრის დროს წაქცევის მიზეზი. კლასელებსძალიან შერცხვათ.
უცებ საგამოფენო დარბაზში ჩიტი შემოფრინდა და პატარა კურდღელს წერილი გადასცა - იმ ბარტყისდედისაგან იყო მადლობა, რომელიც კურდღელმა გადაარჩინა.
შეკითხვები
|
თემა 15
კამათი და ჩხუბი; როდის ვკამათობთ? განსხვავება კამათსა და ჩხუბს შორის; საკუთარ
ი უფლებებისდაცვა; „არას“ თქმის უნარის განვითარება
დამრიგებელი საუბრობს მოსწავლეებთან, რომ ზოგჯერ გარკვეული მოვლენები ჩვენში გაბრაზებას იწვევენ, რასაც ჩხუბი, კონფლიქტი მოსდევს ხოლმე.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასრულონ წინადადებები:
მოსწავლეები კამათობენ მაშინ, როცა. . .
კამათი ჩხუბში გადაიზრდება მაშინ, როცა . . .
როდესაც მტკივა, მე . . .
როდესაც სხვას ვტკენ, ის . . .
დამრიგებელი გონებრივი იერიშის მეთოდს მიმართავს და ეკითხება მოსწავლეებს, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი (უთანხმოება, დაპირისპირება).
დამრიგებელი საუბრობს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ უთანხმოებას იწვევს საწყისი პრობლემა, (მაგ.: ორ მოსწავლეს ერთი და იმავე ადგილზე უნდა ჯდომა).
საწყის პრობლემას ემატება სხვადასხვა სირთულის პრობლემები (კამათის დროს ხმის აწევა ან ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება).
ზოგჯერ უთანხმოებაში სხვა ადამიანებიც ერთვებიან, მაგ., მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ რომელიმე მხარეს, მასწავლებლები, რომლებიც კიცხავენ „მოჩხუბრებს“, ზოგჯერ მშობლებიც.
ყველაზე ცუდი შედეგი კი, რაც შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტს, არის ურთიერთობის გაწყვეტა.
დამრიგებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ რომელ ეტაპზე არის უმჯობესი კონფლიქტის შეჩერება და რა ფორმით. ყველა თანხმდება, რომ კონფლიქტის შეჩერება უფრო იოლია საწყისს ეტაპზე.
დამრიგებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად იქცევიან პრობლემურ სიტუაციაში:
ზოგი აგრესიულად იქცევა - აქვე განმარტავს, რომ აგრესიულია ადამიანი, რომელიც არ ისმენს სხვის აზრს, მუდამ ჩხუბობს, ხმამაღლა საუბრობს.
ზოგი გაუბედავად იქცევა - უჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა, ლაპარაკობს ხმადაბლა, ძალიან იოლია მისი დაყოლიება.
ზოგიც თავდაჯერებულია - საუბრობს მშვიდად, კამათისას ყოველთვის გამოთქვამს საკუთარ აზრს, აფიქსირებს, თუ რას გრძნობს პრობლემური სიტუაციის დროს, მოწინაღმდეგესაც ეკითხება მის პოზიციასთან დაკავშირებულ მოსაზრებას, ეძებს გამოსავალს.
დამრიგებელი განიხილავს პრობლემურ სიტუაციას:
„ნატო დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება. ის სტუმრების სიას ადგენს. საზეიმო სამზადისში მას უახლოესი მეგობარი, თამუნა ეხმარება. ნატომ სიაში ჩაწერა მეზობელი გოგონა სოფო. აღმოჩნდა, რომ თამუნას არ მოსწონს სოფო და ნატოს უთხრა, ეს სოფო არ დაპატიჟოო. სოფო ნატოს ძალიან ახლო მეგობარია და თამუნას ნათქვამზე გული ეტკინა.
ნატო აგრესიულად რომ მოქცეულიყო, თამუნას წაეჩხუბებოდა - სოფო ჩემი მეგობარია და როგორც მინდა, ისე მოვიქცევიო.
გაუბედავად რომ მოქცეულიყო, ხმადაბლა ეტყოდა, რომ სოფო ძალიან უყვარს, მაგრამ თამუნას ძალიან რომ „ეყოჩაღა“, შესაძლოა, არც დაეპატიჟებინა სოფო დაბადების დღეზე.
თავდაჯერებულად რომ მოქცეულიყო, ასე უპასუხებდა: „თამუნა, სოფო მე ძალიან მიყვარს და გული მტკივა, ჩემ მეგობარზე ასე რომ ამბობ. თქვენ ჩემთვის ორივე ძვირფასი ხართ და ორივე მიყვარხართ. ძალიან მინდა, რომ ორივე იყოთ ჩემს დაბადების დღეზე.
შენ არ ხარ ვალდებული, რომ ჩემსავით გიყვარდეს სოფო, მაგრამ როგორც ჩემს მეგობარს და სტუმარს, უკეთესი იქნება, რომ კარგად შეხვდე“.
შესაძლებელია დამრიგებელმა როლური თამაშიც შესთავაზოს მოსწავლეებს.
დამრიგებელმა ბარათებზე წინასწარ უნდა დაწეროს სიტყვები: „თავდაჯერებული“, „გაუბედავი“, „აგრესიული“. მოსწავლეებს შესთავაზოს პრობლემური სიტუაცია და სთხოვოს რეაგირება არჩეული როლის შესაბამისად. თანაკლასელებმა კი უნდა გამოიცნონ, თუ რა როლი შეხვდა მათ თანაკლასელს.
დამრიგებელი აჯამებს შეხვედრას, ამბობს, რომ პრობლემას ყოველთვის გაამწვავებს აგრესიული ქცევა, ხოლო ნაკლებად გაამწვავებს გაუბედავი ან თავდაჯერებული საქციელი.
თავდაჯერებული ქცევის დროს მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, არ შეილახოს მისი უფლება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
თემა 2
ჩვენი ქალაქი, სოფელი, ქვეყანა, სახელმწიფო
აქტივობა 1.
მიზანი: კანონის, სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობის გაცნობიერება.
დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეებს, რომ საზოგადოების ეფექტური და სამართლიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კანონების (სავალდებულო წესების) არსებობა. კანონებს ქმნიან ადამიანები. კანონები ადამიანების უფლებებს უნდა იცავდეს. კანონები უნდა იყოს სამართლიანი.
ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს კანონები, რომელთა დაცვა ყველა მოქალაქის ვალია.
დამრიგებელი მოსწავლეებს სთავაზობს სიტუაციურ ამოცანას. აღუწერს მათ ორი წარმოსახვითი ქვეყნის მდგომარეობას. ერთი ქვეყნის პრობლემაა დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე, მეორის კი - მოსპოს გამეფებული უწესრიგობა.
„იყო ორი პატარა, მეზობელი ქვეყანა. ერთ ქვეყანას მდინარის ნაპირი ეკავა. მდინარე ხშირად დიდდებოდა და ქვეყნის ტერიტორიას ტბორავდა. ამიტომ, ქვეყანაში სახლებს სპეციალურ ბოძებზე აგებდნენ. მიუხედავად ამისა, წყალდიდობის დროს მოსახლეობა არ იყო დაცული და მსხვერპლიც ბევრი იყო.
მეორე ქვეყანას დატბორვის საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომ იქ ჩვეულებრივ სახლებს
აგებდნენ, მაგრამ მოსახლეობაში დიდი არეულობა სუფევდა. ამ ქვეყანაში არ იყო დანომრილი სახლები და ქუჩებს არ ერქვა სახელები. თან სახლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და ბავშვები ვერც სახლებს აგნებდნენ და ვერც სკოლას.
დამრიგებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოუგონონ ამ ქვეყნებს სახელები და მოუფიქრონ სავალდებულო წესები - კანონები.
მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებულ ბარათებზე უნდა ჩამოწერონ წესები I ქვეყნისთვის და ჩაყარონ ასევე წინასწარ გამზადებულ იდეათა ყუთში. წესების მოსაფიქრებლად მათ 10 წუთი ეძლევათ. ამ პროცედურის შემდეგ ყუთი იხსნება და მოსწავლეთა იდეები დაფაზე იწერება.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო ჩამონათვალს:
ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნავი და მაშველი რგოლი;
ქვეყანაში უნდა იყოს მაშველთა რაზმი;
უნდა აშენდეს საავადმყოფოები;
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საჰაერო ბუშტები;
კალაპოტს უნდა ჰქონდეს ჯებირი.
დასახელებულ წესებს მასწავლებელი ბავშვებთან ერთად განიხილავს.
მეორე შეხვედრაზე დამრიგებელი მეორე ქვეყნის მდგომარეობას შეახსენებს მოსწავლეებს.
მოსწავლეები ისევ ბარათებზე წერენ წესებს და კვლავ იდეათა ყუთში აგდებენ.
გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წესების სავარაუდო ჩამონათვალს:
ყველა ქუჩას უნდა ერქვას სახელი;
ყველა სახლს უნდა ჰქონდეს ნომერი;
ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ნომერი.
დამრიგებელი აჯამებს სავარჯიშოს, საუბრობს კანონების არსებობის აუცილებლობაზე. შესაძლებელია დამრიგებელმა გამართოს დისკუსია, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ქვეყნები ერთმანეთისაგან. ყველა ქვეყანას აქვს სახელი, საზღვარი, დროშა, გერბი და ჰიმნი.
ბავშვები რუკაზე ან გლობუსზე პოულობენ საქართველოს, ხატავენ მის კონტურს და ქვეყნის სიმბოლიკას.
No comments:
Post a Comment