კარგად იცის, რა ევალება მას, როგორც მოსწავლეს. ის თანდათან ნაკლებად უშუალო და იმპულსური ხდება. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ მესამეკლასელ მოსწავლეს უკვე შეუძლია სტანდარტული ამოცანების შესრულება, ნიმუშით ხელმძღვანელობა. ვითარდება ნებელობა. მოსწავლეს უკეთ შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისაგან ფანტაზია და რეალობა. იცვლება მისი ურთიერთობის სტილი უფროსებთან: პედაგოგებთან და მშობლებთან. მასწავლებელი მოსწავლის ცნობიერებაში თანდათან კარგავს იდეალური პიროვნების „ხატს“.
მოსწავლეები სულ უფრო რეალისტურად იწყებენ ადამიანთა შეფასებას. შესაძლოა
ვინმეს მიმართ წყენაც კი გაუჩნდეთ და ამაზე ღიად ისაუბრონ. ასეთივე ცვლილებები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობაში. მაგრამ მესამეკლასელის ეგოცენტრიზმი თანდათან დაიძლევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმის ახსნა, რომ საჭიროა, ადამიანები მივიღოთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ადამიანები ზოგჯერ იღლებიან და ცუდ ხასიათზეც არიან.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია თანატოლებთან ურთიერთობის სფეროშიც. მეგობრებთან
ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. პოპულარობა უკვე ნაკლებად დამოკიდებული ხდება მასწავლებელთა შეფასებასა და სასწავლო წარმატებებზე. თვითშეფასება მეტად დამოკიდებული ხდება თანატოლებთან ურთიერთობაზე. მესამეკლასელები უფრო ყურადღებიანნი ხდებიან თანაკლასელთა მიმართ. შეუძლიათ მოლაპარაკება, ერთად თამაშისა და მუშაობისას ინსტრუქციების მიცემა და ერთმანეთის გაკონტროლება. |
გაჯეტები
- მთავარი
- ჩემს შესახებ
- დამრიგებლის მოვალეობები
- მესამეკლასელი
- III კლასელის მოკლე დახასიათება
- დამრიგებლის გეგმები
- სადამრიგებლო საათის ნიმუშები
- სადამრიგებლო საათის თემები
- სადამრიგებლო წლიური პროგრამა
- სახელმძღვანელოების ნუსხა
- თემატური გეგმები
- გაკვეთილების ცხრილი
- მოსწავლეთა მორიგეობის სია
- სემესტრული განმავითარებელი შეფასება
- სემესტრული ანგარიშები
- კრების ოქმები
- ფოტოები
- სასწავლო ვიდეოები
- პრეზენტაციები
- მეგობარი ბლოგი
- პროფესიული ბლოგი
- II დონის ტრენინგი
- ზეიმების ფოტო არქივი
- ზეიმების ვიდეო არქივი
- სადამრიგებლო პროგრამა V-VI-VII კლასში
- ექსკურსია
- გამოკითხვა
- ტესტები ხელოვნებაში
- კითხვარი მშობლებს
- სასწავლო კალენდარი
III კლასელის მოკლე დახასიათება
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment