კრების ოქმი
N 1
2018
წლის 18 სექტემბერს ჩატარდა ტახტისძირის
საჯარო სკოლის მე-3 კლასში მშობელთა კრება.კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი.
1. ნ.ბარამაშვილი
2. ნ.გრიგოლიშვილი
3. ი.ელიაშვილი
4. მ.კოპაძე
5. მ.ლომიძე
6. ხ.პოღოზაშვილი
კლასის
ხელმძღვანელმა თამარ ლომიძემ მშობლებს გააცნო
დ ღ ი
ს წ ე ს
რ ი გ ი
ü სახელმძღვანელოების მოვლა - პატრონობა.
ü ბუკი და მისი მოვლა.
ü მშობელთა აქტივის არჩევა.
● მოისმინეს:კლასის ხელმძღვანელმა მშობლებს გააცნო სახელმძღვანელოების
მოვლის და შეფასების წესები. შევსებულ იქნა ხელშეკრულება და სახელმძღვანელოების მიღება-ჩაბარების
აქტები და მშობლებს განემარტა უფლება-მოვალეობები,რომ სახელმძღვანელოები მათ გადაეცემოდათ
დროებით სარგებლობაში და უნდა გაუფრთხილდნენ,რათა
მომავალი სასწავლო წლისთვის წიგნები ვარგისი იყოს.დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში
კი მოუწევთ ახალი სახელმძღვანელოს შეძენა.
●მოისმინეს:
კლასის ხელმძღვანელმა ისაუბრა ბუკის მოვლა-პატრონობის შესახებაც და აღნიშნა,რომ თუ
მათი მიზეზით დაზიანდება კომპიუტერი მშობელი ვალდებულია თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა
და შეაკეთოს.
●მოისმინეს : კლასში მუშაობისთვის ,ურთიერთობისთვის და დახმარებისთვის
საჭირო იყო კლასში მშობლის აქტივის არჩევა.
აზრი გამოთქვა: პოღოზაშვილმა ხათუნამ და დაასახელა მაია კოპაძის კანდიდატურა,ხოლო
ელიაშვილმა ინგამ ნინო გრიგოლიშვილის კანდიდატურა.დასახელებულ კანდიდატებს უყარეს კენჭი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: ყველა მშობელი
წინააღმდეგი: 0
თავიშეიკავა: 0
დაადგინეს: მშობელთა კრებაზე აქტივის წევრებად არჩეულ იქნენ დასახელებული
მშობლები: მ.კოპაძე და ნ.გრიგოლიშვილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გამო
კრება დახურულად გამოცხადდა.
No comments:
Post a Comment