გაჯეტები

Blogger Widgets Blogspot Tutorial

ძიება ბლოგზე

ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს და რესურსებს დაწყებითი კლასებისთვის

სადამრიგებლო საათის თემები

მიმართულება
პიროვნული და მორალური განვითარება





თემები

შეხვედრების
რაოდენობა

შენიშვნა

1

რას ნიშნავს, იყო
მესამეკლასელი?
ზაფხულის
შთაბეჭდილებები,
შეძენილი უნარ-
ჩვევები,
მესამეკლასელის
ინტერესები, ჰობი.
რომელი
გაკვეთილი
მოენატრათ
ყველაზე ძალიან?
რა მოლოდინები
აქვთ
ახალ სასწავლო
წელს?

1 - 2 შეხვედრა


2

ოცნებები - რატომ 
ოცნებობენ
ადამიანები? რაზე
ოცნებობენ
მესამეკლასელები?
მშობლები?
მასწავლებლები?
ვინ გვეხმარება
ოცნებების
შესრულებაში?
ჩვენ რა უნდა
გავაკეთოთ
იმისთვის, რომ
ავისრულოთ
ოცნებები?

2 შეხვედრა


3

ფანტაზია - რაში
ეხმარება 
ადამიანებს 
ფანტაზია?
მესამეკლასელებს? 
მხატვრებს? 
მწერლებს?
ფანტაზია და ტყუილი: 
განსხვავება მათ
შორის; რა ცუდი
შედეგი მოსდევს
ტყუილებს?
შედეგების
გააზრების
მნიშვნელობა.
შემთხვევები,
როდესაც
ადამიანებს
გვიჭირს 
სიმართლის თქმა.

1 -2 შეხვედრა

თემაზე საუბარი
შესაძლებელია
ფსიქოლოგთან
ერთად.

4

მესამეკლასელის
პასუხისმგებლობა;
ვალდებულებები
სწავლაში, სახლში,
მეგობრებთან
ურთიერთობაში.

2 შეხვედრა

აღნიშნულ თემას
დამრიგებელი
მუდამ უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას

5

მესამეკლასელის
უფლებები.

2 შეხვედრა


6

რა გვეხმარება და რა
გვიშლის ხელს
ვალდებულებების
შესრულებაში? რას
ნიშნავს სიზარმაცე?
როდის
ჩნდება სიზარმაცე?
სიზარმაცის
დაძლევა.

1 შეხვედრა


7

ურთიერთობები
უფროსებთან;
მშობლებთან,
თანაკლასელებთან,
პატარა და-ძმებთან
მათ შორის
განსხვავება;
ფორმალური და
არაფორმალური
ურთიერთობები.

2 შეხვედრა

აღნიშნულ თემას
დამრიგებელი
მუდამ
უბრუნდება
მოსწავლეებთან
საუბრისას.

8

თვისებები,
რომლებიც
აუცილებლად
უნდა ჰქონდეს
მასწავლებელს,
მშობელს,
მოსწავლეს.

1 - 2 შეხვედრა


9

ისევ სირთულეები
ურთიერთობის
სფეროში. როგორ
შეგვიძლია მათი
დაძლევა?

2 - 3 შეხვედრა


10

ჯადოსნური 
სიტყვები:
გმადლობთ,
ბოდიში; მათი
სხვადასხვა
სიტუაციაში
გამოყენების
აუცილებლობა
(სკოლაში, სტუმრად
ყოფნისას,
ტელეფონზე
საუბრისას).

2 - 3 შეხვედრა


11

პატიების უნარის
მნიშვნელობა
ურთიერთობებში.

2 შეხვედრა


12

შექება და
კომპლიმენტები;
როგორ ვიყენებთ
მათ.

1 შეხვედრა


13

„მეგობრობის
კოდექსი”;
მეგობრობის უნარი,
„მეგობრობის
უნარის
განვითარება”.

2 შეხვედრა


14

სირთულეების
დაძლევა
მეგობრობის
სფეროში;
ერთმანეთს უნდა
დავეხმაროთ, არ
შეიძლება ვინმეს
დავცინოთ
გავრიყოთ.

2 შეხვედრა


15

კამათი და ჩხუბი;
როდის ვკამათობთ?
განსხვავება კამათსა
და ჩხუბს შორის; 
კამათის
კულტურა;
საკუთარი
უფლებების დაცვა;
„არას” თქმის 
უნარის
განვითარება.

2 შეხვედრა


16

თანამშრომლობის
მნიშვნელობა;
მეგობრის გაგება,
მოსმენა;
მოლაპარაკება.

2 - 3 შეხვედრა





მიმართულება
გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი



თემები

შეხვედრებისრაოდენობა

შენიშვნა

1

ჯანსაღი ცხოვრების
წესი - სხეულის
სისუფთავეზე
ზრუნვა,
ეპიდემიის, 
ჭრილობებისა და
ტრავმებისაგან
თავის დაცვა.

2 შეხვედრა


2

დღის რეჟიმი, 
ფიზიკური
კულტურა და
სპორტი

1 შეხვედრა



მიმართულება
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება



თემები

შეხვედრების
რაოდენობა

შენიშვნა

1

საგზაო
უსაფრთხოება.

1 შეხვედრა


2

ჩვენი ქალაქი,
სოფელი, ქვეყანა,
სახელმწიფო,
ღირშესანიშნაობანი
და ისტორიული
ძეგლები, მათი
მნიშვნელობა,
მოფრთხილების
აუცილებლობა, 
ხალხური მუსიკა, 
ქალაქსა თუ
სოფელში
არსებული
საგანმანათლებლო
დაწესებულებები,
დღესასწაულები,
მათი
აღნიშვნის
ტრადიციები,
სახელმწიფო
სიმბოლიკა.

2 შეხვედრა




მიმართულება
თვალსაწიერის გაფართოება



თემები

შეხვედრების
რაოდენობა

შენიშვნა

1

წაკითხული
წიგნები,
კონცერტები,
გამოფენები,
სპორტული
ღონისძიებები,
რომლებსაც
დაესწრნენ.

1-2 შეხვედრა

სასურველია,
დამრიგებელმა
წინასწარ მისცეს
მოსწავლეებს
ლიტერატურის
ნუსხა, რომელიც
მათ ზაფხულის
განმავლობაში
უნდა წაიკითხონ
და შემდეგ
ისაუბრონ იმის
შესახებ, თუ
რომელი
წიგნი მოეწონათ და
რომელი - არა.

No comments:

Post a Comment