სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტი
სოფ.ტახტისძირის საჯარო სკოლის
III კლასის მასწავლებლის - თამარ ლომიძის
პირველი სემესტრის
ა ნ
გ ა რ
ი შ ი
მე-3
კლასში სიით ირიცხება
6 მოსწავლე, 1 ვაჟი და 5 გოგონა,
სოციალურად დაუცველია 4 მოსწავლე.
პირველი სემესტრის ბოლოს
კლასის სწავლის საერთო
მოსწრება შეფასდა საშუალო
დონეზე. მოსწავლეებმა დასძლიეს
მესამე კლასის სტანდარტით
გათვალისწინებული მასალა ყველა საგანში. კლასის
გაცდენების საერთო რაოდენობაა
26 , საპატიო -ყველა,
არასაპატიო - 0.
სასწავლო წლის დასაწყისში მოსაწავლეებს
და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა
ქცევის წესები, უფლებანი
და მოვალეობანი, შევიმუშავე
წლიური სასწავლო გეგმა,
ასევე მშობელთა კრებების
განრიგი.
მოსწავლეები გამორჩევიან
განსაკუთრებული აქტიურობით როგორც
საგაკვეთილო, ისე კლასგარეშე
ღონისძიებებში.
პირველი სემესტრის განმავლობაში
ჩავატარე შემოდგომის და ახალი წლის ზეიმი.
კლასის
საათი ტარდებოდა
კვირაში ერთხელ შემდეგ
თემებზე: ოცნებები, რაზე ოცნებობენ
ადამიანები, ფანტაზია, რაში ეხმაება ადამიანს
ფანტაზია, მესამეე კლასელთა
პასუხისმგებლობა, ვალდებულებები სწავლაში,
სახლში, მეგობრებთან ურთიერთობაში.
გავეცანით იაკობ გოგებაშვილის
„საგანძურიდან „ მოთხრობებს, მონაწილეობდნენ
კითხვაში, სვამდნენ კითხვებს და
გამოვთქვამდნენ
მოსაზრებებს. აქტივობის განმავლობაში,
ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს წაკითხულის შესახებ. შევეცადე კლასის
საათის ამოსავალი წერტილი
ყოფილიყო ისეთი უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება,
როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა,
კონფლიქტების მართვა, პასუხისმგებლობა, თვით -
ეფექტურობის მართვა, მოსწავლის კრიტიკული,
ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების
განვითარება. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი კლასის საათში.
28.12. 2018წ.
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტი
სოფ.ტახტისძირის საჯარო სკოლის
III კლასის დამრიგებლის - თამარ ლომიძის
მეორე სემესტრის
ა ნ
გ ა რ
ი შ ი
3 კლასში
6 მოსწავლე ირიცხება.
აქედან
1- ვაჟი და 5 გოგონა. სულ გაცდენილია 26
საათი, ყველა საპატიო მიზეზით. კლასის დონე
დამაკმაყოფილებელია, მოსწავლეებმა აითვისეს საპროგრამო მასალა, ამის მისაღწევად წლის განმავლობაში
მრავალფეროვან მეთოდებსა და აქტივობებს ვიყენებდი. კლასში
დაწესებული გვქონდა მორიგეობის სია და მოსწავლეებს განაწილებული ჰქონდათ ფუნქციები,
კლასის წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის.დღის ბოლოს ირჩევდნენ ,,დღის გმირს’’,
აქ დასახელების სურვილი ბავშვებს საკუთარი ქცევის კონტროლში ეხმარებოდა, დიდი ყურადღება
ექცეოდა კითხვის ტექნიკის სრულყოფას, მოსწავლეები სიხარულით ერთვებოდნენ ისეთ სახალისო
აქტივობებში, როგორიცაა–..მეგობრული კითხვა’’,
,,ტექსტის ჩარჩოები’’, ,,მკითხველთა
თეატრი’’, თუმცა ორ მოსწავლეს კიდევ ბევრი
მუშაობა სჭირდებათ კითხვის ტექნიკის დასახვეწად.
კლასში წერის მიმართულებაც დამაკმაყოფილებელია,
ძალიან მოსწონდათ წერა ,,ფანტაზია’’, რომელიც წარმოსახვისა და გადმოცემის უნარს უვითარებდათ.
კლასის საათებზე განხილულმა სხვავდასხვა
საკითხებმა მოსწავლეები უფრო მეგობრულები გახადა, ყოველდღიურად მეტ პატივისცემასა და
სიყვარულს გამოხატევდნენ ერთმანეთის მიმართ,
დაეუფლნენ საჭირო უნარ–ჩვევებს.
ხელოვნებასა და ბუნებაში ყოველი თავის
დასრულების შემდეგ ვატარებდი ტესტირებას,რაც ძალიან მოსწონდათ.გვქონდა ბონუს კითხვებიც.ტესტის
წარმატებულად შესრულების შემთხვევაში მოსწავლე იღებდა წარმატების დამადასტურებელ დოკუმენტს
სიგელს და ის ხდებოდა თვის ლიდერი ამ საგანში.
კლასში მეტი
წესრიგისა და დისციპლინის დაცვის მიზნით შემოვიღეთ თვითშეფასების ცხრილი,რომელიც
შევიმუშავე მოსწავლეებთან ერთად და მას ყოველდღიურად ავსებდნენ მოსწავლეები და კარგად
ხედავდნენ ნაკლოვან მხარეებს,რის შემდეგაც ცდილობდნენ აღმოეფხვრათ მსგავსი ქმედება
და შენიშვნის გრაფა აღარ შევსებულიყო.
საერთო ჯამში კლასი გამოირჩევა აქტიურობით.მოსწავლეებმა
მონაწილეობა მიიღეს 9 აპრილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და წარმოთქვეს ლექსები.ასევე
ჩავატარეთ გაზაფხულის ზეიმი.
ჩატარდა მშობელთა კრებები, სადაც
განიხილებოდა საკითხები: სემესტრული შედეგების გაცნობა, გაცდენა-დაგვიანების
შესახებ, სკოლის ღონისძიებების შესახებ,ექსკურსიის
შესახებ და სხვა.
ელექტრონულ სისტემაში გახსნილი მაქვს
სადამრიგებლო პორტფოლიო,სადაც ყველა აქტივობა:ბუნებაში ჩატარებული
ცდები,ხელოვნების გაკვეთილები,სპორტული აქტივობები გვაქვს ფოტომასალის სახით
ატვირთული,ასევე ზეიმების ფოტო და ვიდეო მასალა.ამასთანავე გაკვეთილის თემატიკიდან
გამომდინარე ატვირთული მაქვს ჩემს მიერ შედგენილი პრეზენტაციები და სასწავლო
ვიდეოები,რომელიც გამოვიყენე აქტიურად საგაკვეთილო პროცესში. ასეთი მეთოდით
წარმართული გაკვეთილი მეტად სახალისო,აქტუალური და დასამახსოვრებელი იყო ჩემი
მოსწავლეებისთვის.
მშობლებთან მაქვს მუდმივი კონტაქტი,როგორც
პირადი ,ასევე ელექტრონული.მშობლებს წლის დასაწყსშივე გავაცანი ბლოგის მისამართი
და ისინი აქტიურად აყოლებდნენ თვალს მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ წარმართულ
აქტივობებს ფოტომასალის და ვიდეორგოლების სახით.
მშობლებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი
საშუალებაა ბავშვის აღზრდის საქმეში, ამიტომ ხშირია შეხვედრები, ექსკურსიები, რაც
აახლოებს, ამეგობრებს როგორც უფროსებს, ასევე პატარებსაც.მაისის მიწურულს
მოვაწყვეთ დაწყებითი კლასების გასვლითი ექსკურსია თბილისის მიმართულებით.
იმედს ვიტოვებ, რომ მეოთხე კლასში
ბავშვები უფრო მეტი
მონდომებითა და ძალისხმევით ისწავლიან.
თ.ლომიძე
14.06.2019
No comments:
Post a Comment